„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29/2006
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2006-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-09
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.009.229
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №29/2006

2006 წლის 9 სექტემბერი

ქ თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების  თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 2000 წლის 21 დეკემბრის საქართ­ველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/97/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები, პასიური სარჩევნო უფლებით სარგებლობენ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (დროებითი საცხოვრებლის მისამართის) მიხედვით.

მუხლი 2. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მხარი დაუჭიროს შესაბამის საკრებულოში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (დროებითი საცხოვრებლის მისამართის) მიხედვით.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                       გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                                  გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია