„მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის – ლარის გაშვების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
449
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი
1995-11-01
გამოქვეყნების თარიღი
1995-11-30
სარეგისტრაციო კოდი
220010040.08.002.000086
„მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის – ლარის გაშვების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება

„მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის – ლარის გაშვების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

იმასთან დაკავშირებით, რომ კუპონის ლარზე გადაცვლის ღონისძიებების დამთავრების შემდეგ საბანკო დაწესებულებებმა გააგრძელეს მოსახლეობის ხელზე არსებული უცხოური ვალუტის (განსაკუთრებით რუსული რუბლის) გადაცვლის პროცესი, შეტანილ იქნეს ცვლილება „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის  –  ლარის გაშვების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის № 363 ბრძანებულებაში და მისი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე აიკრძალოს საბანკო დაწესებულებებში ყოველგვარი შემოწმების ჩატარება (გარდა უწყებრივისა). აღნიშნულ პერიოდში ანგარიშსწორების შეფერხების, ანგარიშგებათა დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში გათავისუფლდნენ ისინი გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებისაგან“.

ე. შევარდნაძე

თბილისი, 1995 წლის 1 ნოემბერი, № 449

კრებსითი — სრული ვერსია