“საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
776
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.200
“საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.200

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის

  ბრძანება №776

2006 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი

,,საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №47 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №50, მუხ. 408) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.“;

ბ) ამოღებულ იქნეს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია