,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-18
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.001.185
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცი­რებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყო­ფის ღო­ნის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარ­ტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 330) დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხ­ლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,4. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქუ­ლასთან შესაბამისობის დასადგენად სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონა­ცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწ­მე­ბას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებენ სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარე­ბას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია