,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №160 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
239
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.001.184
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №160 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №160 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №160 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“.

2. პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს სოხუმის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე სოხუმის ფილიალის ნაწილში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ – უნივერსიტეტი.“.

3. მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.“.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია