“საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14/2006
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2006-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-31
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.009.1700
“საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

�დადგენილება №14/2006

2006 წლის 30 აგვისტო

საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალუ�რი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 დადგე�ნილებით დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. კომისიის თავმჯდომარეობის, თავმჯდომარის მოადგილეობისა და მდივნობის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბი�ლისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბი�ლისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კა�ლენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ�ნების��თანავე.

კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია