საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ო. ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1993-02-26
გამოქვეყნების თარიღი
1993-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000010.02(0).000.000473
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ო. ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №187

1993 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ო. ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-მედიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელი მიეკუთვნოს:

- საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-პედაგოგიურ კლინიკურ-ექსპერიმენტულ ცენტრს;

- ყაზბეგის რაიონის დაბა ყაზბეგის საშუალო სკოლას.

2. დაწესდეს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ერთი სტიპენდია თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასტიპენდიო ფონდიდან სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  თ. სიგუა

 

 

კრებსითი — სრული ვერსია