ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
127
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1992-02-05
გამოქვეყნების თარიღი
1992-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000010.02(0).000.000257
ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №127

1992 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს:

1. დაწესდეს ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო  –  ასპინძის რაიონის გამგეობა.

2. მიღებული იქნეს ასპინძის რაიონის პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წინადადება და დამტკიცდეს ასპინძის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს  –  რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ დათაშვილი. დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ასპინძის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის  თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                        გ. ბერიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია