საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №38 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრ საქკომუნპროექტის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/766
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-16
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.009.083
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №38 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრ საქკომუნპროექტის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.009.083

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/766

2006 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №38 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრ საქკომუნპროექტის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანი­ზაციისა და ამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 სექტემბრის №420 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადეს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №38 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრ საქკომუნპროექტის“ შესახებ“.

2. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის პოლი­ტიკის დეპარტამენტს, დადგენილი წესის შესაბამისად წინამდებარე ბრძანების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყ­ნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია