ხიდმშენის №12 ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1992-01-14
გამოქვეყნების თარიღი
1992-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000110.02(0).000.000238
ხიდმშენის №12 ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №20

1992 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

ხიდმშენის №12 ტრესტის რეორგანიზაციის შესახებ

„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად და ხიდმშენის №12 ტრესტის სამეურნეო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. გარდაიქმნას ხიდმშენის №12 ტრესტი 1992 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფო საწარმოდ - ფირმად „ხიდი“.

2. ხიდმშენის №12 ტრესტმა ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებული სახელმწიფო საწარმოს - ფირმა „ხიდის“ წესდება.

3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტმა განიხილოს და გადაწყვიტოს სახელმწიფო საწარმო - ფირმა „ხიდის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის საკითხი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის

მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია