საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
805
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1991-10-22
გამოქვეყნების თარიღი
1991-10-31
სარეგისტრაციო კოდი
000000090.02(0).000.000213
საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №805

1991 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დაძლევისა და წარმოების გაფართოების სტიმულირების მიზნით ნება დაერთოს საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხანას“ წარმოებული პროდუქციის (ავტომატარებლების) რეალიზაცია 1991 წლის 1 სექტემბრიდან აწარმოოს სახელშეკრულებო (თავისუფალ) ფასებში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი   ა. ლანდია

 

კრებსითი — სრული ვერსია