ვანის რაიონის ციხესულორის მებოსტნეობა-მეხილეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში დამეწყრილი კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
824
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1991-10-25
გამოქვეყნების თარიღი
1991-10-31
სარეგისტრაციო კოდი
000250020.0.0.000216
ვანის რაიონის ციხესულორის მებოსტნეობა-მეხილეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში დამეწყრილი კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №824

1991 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ვანის რაიონის ციხესულორის მებოსტნეობა-მეხილეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში დამეწყრილი კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს ვანის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 15 აგვისტოს № 478 განკარგულება და გამოიყოს ციხესულორის მებოსტნეობა-მეხილეობის საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან 9,5 ჰექტარი (ამორტიზებული ხეხილის ბაღი - 7,0 ჰექტარი, სახნავი - 2,5 ჰექტარი) ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში დამეწყრილი კომლების უსაფრთხო ადგილას დასასახლებლად.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                       ბ. გუგუშვილი

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

კანცელარიის მმართველი                                                  ა. ლანდია

 

კრებსითი — სრული ვერსია