“არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ბინების შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი
2006-08-04
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.19.012.009.044
“არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ბინების შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.009.044

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №86

2006 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანების „არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ (სსმ III, 05.05.2004, №47, მუხ. 403) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის“ (FATF) ინფორმაციაზე დაყრდნობით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონად აღიარებულ იქნეს შემდეგი ქვეყანა:

მიანმარი (ბირმა).“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამსახურის უფროსის

მოვალეობის შემსრულებელი ვ. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია