საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №839
1991 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფიროსმანის სახელობის ერთი სტიპენდიის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა რესპუბლიკური საბჭოს განათლების ფონდის საქველმოქმედო კომერციული ასოციაცია „ფიროსმანის“ თხოვნა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაინიშნოს ფიროსმანის სახელობის ერთი სტიპენდია 150 მანეთის ოდენობით, რომელიც დაემატება სახელობითი სტიპენდიანტის ძირითად სტიპენდიას.
2. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა რესპუბლიკური საბჭოს განათლების ფონდმა უზრუნველყოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ანგარიშზე აღნიშნული სტიპენდიისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვა წელიწადში 1800 მანეთის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი ა. ლანდია