სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და საპატენტო ექსპერტიზის სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება „ტექინფორმპატენტის“ ჩამოყალიბების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
674
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
1991-08-16
გამოქვეყნების თარიღი
1991-08-30
სარეგისტრაციო კოდი
010340000.02(0).000.000195
სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და საპატენტო ექსპერტიზის სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება „ტექინფორმპატენტის“ ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

დადგენილება №674

1991 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და საპატენტო ექსპერტიზის სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება „ტექინფორმპატენტის“ ჩამოყალიბების შესახებ

რესპუბლიკაში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სამსახურის შემდგომი განვითარებისა და საპატენტო-სალიცენზიო საქმიანობის ეროვნული სისტემის შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა ინსტიტუტის, გივი მიქელაძის სახელობის რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკისა და ახლად შექმნილი საპატენტო ექსპერტიზის ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდეს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და საპატენტო ექსპერტიზის სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება „ტექინფორმპატენტი“.

2. სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება „ტექინფორმპატენტი“ განთავსდეს საქართველოს გივი მიქელაძის სახელობის რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის ბალანსზე რიცხულ შენობაში (ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა № 47).

3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს ერთი თვის ვადაში შიმუშაოს და დაამტკიცოს გაერთიანება „ტექინფორმპატენტის“ სტრუქტურა და წესდება.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                               თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                  გ. ბერიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია