საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №630
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
გარდაბნის რაიონის კრწანისის მებოსტნეობის მეურნეობის მიწებიდან ქალაქ თბილისის პრეფექტურისათვის ფართობის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის პრეფექტურის თხოვნა, შეთანხმებული გარდაბნის რაიონის პრეფექტურასთან, და ამის შესაბამისად გამოეყოს ქალაქ თბილისის პრეფექტურას კრწანისის მებოსტნეობის მეურნეობის მიწებიდან ფონიჭალის დასახლების ტერიტორიაზე სულ 142,5 ჰექტარი ფართობი (საკარმიდამო მიწები, ქუჩები და მოედნები) საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის.
2. გარდაბნის რაიონის პრეფექტურამ (რ. ონიანი), საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ (ა. ჭლიკაძე) და ქალაქ თბილისის პრეფექტურამ (ი. ანდრიაძე) გააფორმონ აღნიშნული ფართობის გამოყოფის მასალები არსებული წესის შესაბამისად.
3. წარედგინოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს სათანადო ბრძანებულების პროექტი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის რაიონის დამტკიცებულ საზღვრებში ცვლილების შეტანის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე