“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
881
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-02
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.22.033.008.996
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.996

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №881

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კადრების სამმართველო;“.

ბ) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. კადრების სამმართველო

კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: პოლიციის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება. საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია. კომპეტენციის ფარგლებში პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.“.

მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია