1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინვალიდებულ მოქალაქეთა, მარჩენალდაკარგულთა ოჯახების შრომისუუნარო წევრების პენსიებით უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
591
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
1991-07-26
გამოქვეყნების თარიღი
1991-07-31
სარეგისტრაციო კოდი
000000080.02(0).000.000178
1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინვალიდებულ მოქალაქეთა, მარჩენალდაკარგულთა ოჯახების შრომისუუნარო წევრების პენსიებით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №591

1991 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინვალიდებულ მოქალაქეთა, მარჩენალდაკარგულთა ოჯახების შრომისუუნარო წევრების პენსიებით უზრუნველყოფის შესახებ

1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაინვალიდებულთა და გარდაცვლილთა ოჯახის შრომისუუნარო წევრების პენსიებით უზრუნველყოფად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიწისძვრის შედეგად დაინვალიდებულ მოქალაქეებსა და გარდაცვლილთა ოჯახების შრომისუუნარო წევრებს დაუნიშნონ პენსიები შრომითი დასახიჩრებულებისათვის გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამასთან, მარჩენალდაკარგულთა ოჯახების შრომისუუნარო წევრებს დაენიშნოთ პენსიები მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, ინვალიდებს კი - ინვალიდობის ჯგუფის განსაზღვრის დღიდან, თუ მათ პენსიის დასანიშნად მიმართეს უფლების წარმოშობიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

თავმჯდომარე                                                                                  თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                          გ. ბერიძე

 


კრებსითი — სრული ვერსია