,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-28
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.10.003.001.155
,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილების (სსმ III, 2008 წელი, №41, მუხლი 477) პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 და­ნართის (სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პრინციპები, წესი და პირობები) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. პროგრამის ბენეფიციარები არიან:

ა) სოფლად პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგ­რამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ექიმები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ახლად რეაბილიტირებულ/აღჭურვილ სოფლის ამბულატორიებში;

ბ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმე­ტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სოფ­ლად პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ექიმები.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია