„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
911
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-04
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.008.969
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.008.969

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №911

2006 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცები თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებით (სსმ III, 31.08.2005, №102, მუხ. 1139) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. ამ მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე დადგენილი წესით უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ვიზუალური დათვალიერება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანების 23-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დათვალიერების აქტის შედგენა/გაცემა.“

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია