საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №576
1991 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს და საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ განახორციელოს საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ყველა პირობა ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე