“სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-125
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-16
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.008.958
“სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.958

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-125

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ

„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო – ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო). სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №2-199 - სსმ III, №181, 21.12.2007 წ., მუხ.2012

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №2-131 - სსმ III, №76, 22.06.2009 წ., მუხ.831

2. სასერტიფიკაციო საბჭომ:

ა) შეიმუშაოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, გამოცდის ჩატარების წესი, გრაფიკი და ადგილი;

ბ) შექმნას საგამოცდო კომისიები შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობებში;

გ) განიხილოს და დაამტკიცოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები;

დ) შეიმუშაოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს დროებითი კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების მექანიზმი;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

ვ) განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთები.

3. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №2-199 - სსმ III, №181, 21.12.2007 წ., მუხ.2012

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №2-131 - სსმ III, №76, 22.06.2009 წ., მუხ.831

კრებსითი — სრული ვერსია