“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-21
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.008.951
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.008.951

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №208

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის   სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №87, მუხ. 995) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ)” ქვეპუნქტი:

,,ტ)” სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო ურთიერთობების განვითარება, საინფორმაციო-ანალიტიკური და საპროტოკოლო საქმიანობა”.

ბ) დებულების მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1)” ქვეპუნქტი: 

,,ა1)“ საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფია თავდაცვის წარმომადგენლობების განყოფილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმოწერაში, ამყარებს ოფიციალურ ურთიერთობას სხვა სახელმწიფოს თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ამზადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს. თავდაცვის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოს საელჩოებში ქმნიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობებს.“

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

ი. ოქრუაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია