ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/617
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-21
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.008.911
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.008.911

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/617

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 8 ოქტომბრის №01/01-01/133 ბრძანება „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“;

ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 1999 წლის 2 ნოემბრის №85 ბრძანება „საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება“ მარშრუტზე ტარიფების შესახებ“;

გ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 8 ოქტომბრის №63 ბრძანება „საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები“;

დ) საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანება „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“;

ე) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 26 დეკემბრის №72 ბრძანება „საავიაციო სფეროში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ვ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 7 ივლისის №35 ბრძანება „საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების  მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

თ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 13 აგვისტოს №49 ბრძანება „საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ი) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია