“სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძIრითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვიტარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/599
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-18
სარეგისტრაციო კოდი
040.030.040.22.024.008.900
“სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძIრითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვიტარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  040.030.040.22.024.008.900

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/599

2006 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი    წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებაში  დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №136) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. ეს ბრძანება არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ იმ საწარმოებზე, რომელთა აქციები (წილები) გადაცემულია მართვის უფლებით სხვა სუბიექტებზე კონკურსის საფუძველზე”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია