საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/570
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-05
სარეგისტრაციო კოდი
300.010.000.22.024.008.851
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

სახქელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.008.851

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/570

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების     შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წ-ის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2006 წ-ის 30 ივნისიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო ნიშნები (მარკები) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალით – ევროპა 2006 „ინტეგრაცია“ – 2 მარკა; ავტორი ბ. გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 20 და 80 თეთრი; რაოდენობა: 150000 ცალი თითოეული დასახელების მარკა, აქედან 80000 ცალი თითოეული დასახელების მარკა 8-მარკიანი ბუკლეტის სახით (20000 ბუკლეტი) და 300 ცალი თითოეული დასახელების არაპერფორირებული მარკა:

 

მარკა №409

 

მარკა №410

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

ი. ჩოგოვაძე

კრებსითი — სრული ვერსია