ქ. თბილისში შვედეთის ფირმა „სვეა სოვ კონსულტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
451
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
1991-06-03
გამოქვეყნების თარიღი
1991-06-28
სარეგისტრაციო კოდი
000000110.02(0).000.000160
ქ. თბილისში შვედეთის ფირმა „სვეა სოვ კონსულტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

 

დადგენილება №451

 

1991 წლის 3 ივნისი

 

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისში შვედეთის ფირმა „სვეა სოვ კონსულტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკასა და შვედეთს შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს შვედეთის ფირმა „სვეა სოვ კონსულტის“ თხოვნა და ნება დაერთოს მას გახსნას ქ. თბილისში თავისი წარმომადგენლობა.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს შვედეთის ფირმა „სვეა სოვ კონსულტის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ყველა პირობას ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია