“საქართველოში პათოლოგიურ-ანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №242/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
180/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-03
სარეგისტრაციო კოდი
470.010.010.22.035.008.844
“საქართველოში პათოლოგიურ-ანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №242/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.008.844

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №180/ნ

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №242/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №242/ნ ბრძანების (სსმ III, .2000 წ., №120, მუხ. 969) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უკლებრივ ყოველი ოპერაციული მასალის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა (საშვილოსნოს ღრუსა და ყელის არხის გამონაფხეკების ჩათვლით) პათოლოგიების დროს, ხოლო, ხელოვნური აბორტის წარმოებისას, ყოველი საეჭვო შემთხვევის (ბუშტ-ნამქერი და ეჭვი საშვილოსნოს გარე ორსულობაზე) გამოკვლევა ექიმის შეხედულებისამებრ ან პაციენტის მოთხოვნით.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. მეგრელიშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია