ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
1991-03-13
გამოქვეყნების თარიღი
1991-03-29
სარეგისტრაციო კოდი
000000190.02(0).000.000140
ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №168

1991 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 26 თებერვლის № 118 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიას გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა კომპლექსი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობანი, სადაც განლაგდება თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებელი.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე             თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია