გარდაბნის რაიონის მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
231
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
1991-03-27
გამოქვეყნების თარიღი
1991-03-29
სარეგისტრაციო კოდი
000000250.02(0).000.000144
გარდაბნის რაიონის მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №231

1991 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

გარდაბნის რაიონის მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1990 წლის 29 მარტის № 106 გადაწყვეტილება და გამოიყოს მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 2,5 ჰექტარი სახნავი (ნაცვლად მოთხოვნილი 5,0 ჰექტარისა) საკარმიდამო მიწის ფონდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული 20 ოჯახის დასასახლებლად.

2. გარდაბნის რაიაღმასკომმა:

–  მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს გამოყოფილი მიწის გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;

–  გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის    სახელმწიფო კანცელარიის   მმართველი გ. ბერიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია