საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №625
1990 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მიწებიდან სოფელ ტაბაკინის დამეწყრილი კომლებისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 18 მაისის №190 გადაწყვეტილება და გამოიყოს სოფელ ტაბაკინის დამეწყრილი 16 კომლის უსაფრთხო ადგილას დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდში ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მიწებიდან 3 ჰექტარი ფართობი. აქედან: სახნავი — 0,7 ჰექტარი, ჩაი — 1,3 ჰექტარი, ბაღი — 1,0 ჰექტარი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე