“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
628
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-30
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.22.027.008.832
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.008.832

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №628

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის  №379 ბრძანებაში (სსმ III, 04.04.2006, №45, მუხლი 511) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით აკრძალულია საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნა ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით, კვების ულუფისათვის განკუთვნილი თანხის ნორმა თითოეულ პატიმარზე (მსჯავრდებულზე) განისაზღვროს თვეში 50 ლარის ოდენობით“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

კრებსითი — სრული ვერსია