სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.008.822
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/546
2006 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემით) წესით შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 27 მაისის №1-3/274 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 27 მაისის №1-3/274 ბრძანება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემით) წესით შესახებ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე