სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.792
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №618
2006 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური (სასკოლო მერხი, სასკოლო სკამი) ნორმატივი დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის ბრძანება №507 - სსმ III, 11.06.2008, №83, მუხ.894
2. ძალადაკარგულია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
დანართი
სასკოლო მერხი და სკამი
სასკოლო მერხისა და სკამის სიმაღლის განმსაზღვრელი ცხრილი მოსწავლის სიმაღლის მიხედვით
| მოსწავლის სიმაღლე | მერხის სიმაღლე სმ-ში | სკამის სიმაღლე სმ-ში |
| 172 და მეტი | 76 | 46 |
| 157-172 სმ | 70 | 42 |
| 142-157 სმ | 64 | 38 |
| 142 სმ და ნაკლები | 58 | 34 |
1. მაგიდის ზედაპირის ზომები: სიგანე – 45-50 სმ, სიგრძე – 60-70 სმ;
2. სასკოლო მერხის და სკამის მასალა უნდა იყოს მეტალის კარკასი, ზედაპირი ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან;
3. აუცილებელი პირობა – მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე;
4. სასკოლო მერხი გათვლილია 1 მოსწავლეზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის ბრძანება №507 - სსმ III, 11.06.2008, №83, მუხ.894