საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №573 1990 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
თბილისის „დინამოს“ სტადიონისათვის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სახელის მიკუთვნების შესახებ
|
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დაკმაყოფილდეს სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სტადიონ „დინამოს“ სპორტკომპლექსის კოლექტივის შუამდგომლობა და ლეგენდარული ქართული ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის უკვდავსაყოფად მიეკუთვნოს თბილისის „დინამოს“ სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სახელი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე |