“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
586
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.22.027.008.780
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.008.780

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №586

2006 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) სახელმწიფო შესყიდვები.“;

ბ) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“, ,,ვ.ა“, ,,ვ.ბ“, და ,,ვ.გ“ ქვეპუნქტები.

,,ვ) წლის დასაწყისში ახდენს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, ამზადებს სატენდერო განცხადებებსა და დოკუმენტაციას, ფასთა კვოტირებას და ერთ პირთან მოლაპარაკებისათვის შესყიდვების მასალებს;

ვ.ა) ქმნის ინსპექტირების ჯგუფს, რომელიც კოორდინაციას უწევს ხელშეკრულებების მიმდინარეობას“;

ვ.ბ) ანგარიშებს წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;

ვ.გ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და პრაქტიკულ საქმიანობას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია