საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №538
1990 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის ლიტერატურულ-მუსიკალური ეროვნული თეატრის შექმნისა და მისთვის მერაბ კოსტავას სახელის მიკუთვნების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. ქართული ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების, თანამედროვე პირობებში მისი საზოგადოებრივი როლისა და ჟღერადობის ამაღლებისათვის მიღებულ იქნეს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინადადება ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილში კინოთეატრ „ისნის“ შენობაში მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდთან არსებული თვითანაზღაურებასა და თვითდაფინანსებაზე არსებული ლიტერატურულ-მუსიკალური ეროვნული თეატრის დაარსების შესახებ.
2. მიეკუთვნოს თბილისის ლიტერატურულ-მუსიკალურ ეროვნულ თეატრს მერაბ კოსტავას სახელი.
3. დაევალოს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს გადაანაწილოს გაუქმებული კინოთეატრ „ისნისათვის“ 1990 წელს დამტკიცებული მოსახლეობის მომსახურების გეგმა მომსახურების სფეროს სხვადასხვა დარგზე.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე