გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
594
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი
1990-10-29
გამოქვეყნების თარიღი
1990-10-31
სარეგისტრაციო კოდი
000000250.02(0).000.000104
გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №594

1990 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 22 თებერვლის №71 გადაწყვეტილება და გამოეყოს ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან 20,85 ჰექტარი ფართობი ამავე დამხმარე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში მუშების, მექანიზატორებისა და სხვა სპეციალისტების, აგრეთვე მეწყრის მოქმედების არეში მოქცეული ოჯახების დასაკმაყოფილებლად, აქედან: სოფელ ტაბახმელაში - 10,20 ჰექტარი (სახნავი - 6,70 ჰექტარი, ამორტიზებული მეჩხერი ხეხილის ბაღი - 1,35 ჰექტარი, საძოვარი - 2,15 ჰექტარი), სოფელ შინდისში - 10,65 ჰექტარი სახნავი.

2. გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა და ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატმა:

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;

- მშენებლობის დაწყებამდე ჩაატარონ გამოყოფილ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;

- მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები გამოუყონ მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესების ზუსტად დაცვით.

 საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია

 საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია