„საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
603
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.008.770
„საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.008.770

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №603

2006 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებაზე ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა დადასტურებულ იქნება შემდეგი დოკუმენტებით:

ა) ტვირთის თანმხლები საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტებით ან მათი ასლებით (მათ შორის, საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები), ავიაზედნადები, TIR კარნეტის დოკუმენტი), რომელიც განსაზღვრავს საქონლის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილს;

ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებას ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 11  ივლისის ბრძანება №777 - სსმ III, 12.07.2006, №92, მუხ.1237

გ) მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულებით.

2. იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციების განხორციელებისას იცვლება ტვირთის გადამზიდველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულ იქნება, რომ ტვირთი ერთი გადამზიდველიდან გადაეცემა მეორეს საბაჟო კონტროლის ქვეშ.

21. რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში დეკლარირებისას, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში დაფიქსირებული ტრანზიტის და ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად შემოტანის პირობის ცვლილების შემთხვევაში, საბაჟო ორგანომ დეკლარირებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს შპს ,,საქართველოს რკინიგზას“ აღნიშნული ცვლილების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 11  ივლისის ბრძანება №777 - სსმ III, 12.07.2006, №92, მუხ.1237

22. საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების დამადასტურებული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31  იანვრის ბრძანება №71 - სსმ III, 01.02.2007, №14, მუხ.158

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 11  ივლისის ბრძანება №777 - სსმ III, 12.07.2006, №92, მუხ.1237

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №71 - სსმ III, 01.02.2007, №14, მუხ.158

3.  ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 03.01.2011წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია