ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
454
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი
1990-09-03
გამოქვეყნების თარიღი
1990-09-28
სარეგისტრაციო კოდი
010020000.00(0).000.000000
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №454

1990 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დაკმაყოფილდეს აჭარის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს შუამდგომლობა, შეთანხმებული საქართველოს სსრ სახელწმიფო საგეგმო კომიტეტთან და საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროსთან, და შეიქმნას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გ. მგელაძე

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე

კრებსითი — სრული ვერსია