კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
513
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი
1990-09-24
გამოქვეყნების თარიღი
1990-09-28
სარეგისტრაციო კოდი
000000210.02(0).00.000000
კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №513

1990 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალის გამოყოფის შესახებ

„საბჭოთა კინემატოგრაფიის შემოქმედებითი, ორგანიზაციული და ეკონომიკური საქმიანობის გარდაქმნის თაობაზე“ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის № 1003 დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე იმის გამო, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 28 მაისის № 282 დადგენილებით შეიქმნა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტული სტუდია-ფილიალი საკუთარი მსოფლმხედველობით და კონცეპტუალური შინაარსით, ბალანსით და ანგარიშით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

მიღებულ იქნეს აღნიშნული სტუდია-ფილიალის წინადადება კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ მისი გამოყოფის შესახებ.

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სადებიუტო, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ექსპერიმენტულ სტუდია-ფილიალს ეწოდოს „საქართველოს ეროვნული დამოუკიდებელი ექსპერიმენტული კინოსტუდია + 1“.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

თავმჯდომარე                                                                ნ. ჭითანავა

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

საქმეთა მმართველი                                                    ზ. მახარაძე


კრებსითი — სრული ვერსია