საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №480
1990 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
მიღებულ იქნეს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს სსრ ბეჭდვითი სიტყვის სახელწმიფო კომიტეტთან, და რედაქციის სარედაქციო საბჭოსა და შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას ეწოდოს „ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია“.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე