“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
442
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.023.008.756
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.756

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №442

2006 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით  დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით (სსმ III, 15.02.06 წ., №21, მუხ. 250) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ,,მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად. ცენტრი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.“;.

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცენტრის ფილიალებია:

ა) აჭარის ფილიალი;

ბ) კოლხეთის ფილიალი;

ც) ქართლის ფილიალი;

დ) კახეთის ფილიალი;

ე) სამცხე-ჯავახეთის ფილიალი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია