ქალაქ თბილისში თურქეთის ფირმა „კოქსალ ინშაათის“ წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი
1990-07-23
გამოქვეყნების თარიღი
1990-07-31
სარეგისტრაციო კოდი
430020000.00(0).000.000058
ქალაქ თბილისში თურქეთის ფირმა „კოქსალ ინშაათის“ წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

დადგენილება № 366

1990 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში თურქეთის ფირმა „კოქსალ ინშაათის“ წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

საქართველოს სს რესპუბლიკასა და თურქეთს შორის პარტნიორული, საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს თურქეთის ფირმა „კოქსალ ინშაათის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს სსრ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას შემქნას ქ. თბილისში მისი წარმომადგენლობა.

2. საქართველოს სსრ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს თურქეთის ფირმა „კოქსალ ინშაათის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყველა სავაჭრო პირობა.

3. მიღებულ იქნეს მხედველობაში, რომ თურქეთის ფირმა „კოქსალ ინშაათის“ წარმომადგენლობის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება თურქეთის მხრიდან თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე

კრებსითი — სრული ვერსია