საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №373
1990 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრისათვის ი. ს. გოგებაშვილის სახელის მიკუთვნების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
მიღებულ იქნეს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინადადება და ქალაქის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, მიეკუთვნოს ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის სახელი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე