საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
დადგენილება № 748
1990 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის № 330 გადაწყვეტილება და გამოეყოს საქართველოს რესპუბლიკის სახაგრომრეწვის დიდების დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან 6.5 ჰექტარი ფართობი ამავე დამხმარე საწარმოს საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, აქედან: 4 ჰექტარი სახნავი – სოფლების კიკეთისა და დიდების მოსახლეობისათვის, ხოლო 2,5 ჰექტარი საძოვარი – სოფელ ბეთანიის მოსახლეობისათვის.
დაევალოთ გარდაბნის რაიაღმასკომს, კოჯრის სადაბო საბჭოს აღმასკომსა და დიდების დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დირექციას:
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;
- მშენებლობის დაწყებამდე ჩაატარონ გამოყოფილ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;
- მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები გამოუყონ მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესების ზუსტი დაცვით.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე