საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსათვის დაქვემდებარების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
783
მიმღები ორგანო
საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1990-12-19
გამოქვეყნების თარიღი
1990-12-31
სარეგისტრაციო კოდი
000100020.00(0).000.000120
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსათვის დაქვემდებარების შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №783

1990 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსათვის დაქვემდებარების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დაექვემდებაროს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმართველო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972 წლის 18 ოქტომბრის № 545 დადგენილება „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საარქივო სამმართველოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მთავარ საარქივო სამმართველოდ გარდაქმნის შესახებ“.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს

საქმეთა მმართველობის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია