საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2006-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-12
სარეგისტრაციო კოდი
300.280.020.16.009.008.604
საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია  -12.12.17 №34)

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №17

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილებისას ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ტექნოლოგიური დანახარჯების) განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი საპროგნოზო სიდიდეებისა და სტრუქტურის დასადგენად, კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის №2/4 გადაწყვეტილებით შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი.

ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების განსაზღვრის შესახებ სემეკის 2002 წლის 12 ივლისის №63 გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: ექსპლუატაციაში შევიდა ხადორის ჰიდროელექტროსადგური და აირტურბინული ელექტროსადგური, ჩატარდა ელექტროსადგურების და გადაცემა-განაწილების ქსელების მნიშვნელოვანი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიღება-მიწოდების წერტილებში მოწესრიგდა აღრიცხვის სისტემების უმეტესი ნაწილი და სხვა, რამაც ხელი შეუწყო მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის დონის ამაღლებას. რაც მთავარია, 2005-2006 წლების განმავლობაში თითქმის 20%-ით გაიზარდა წარმოებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის წლიური მოცულობა, რის გამოც შესაძლებელი გახდა მომხმარებლების უწყვეტი ელექტრომომარაგება. ამავე პერიოდში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 110 – 35 კვ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, აგრეთვე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2005 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ძირითადი 110-35კვ ქსელი მიეკუთვნა განაწილების სფეროს, რის გამოც მოხდა გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გადანაწილება გადაცემისა და განაწილების ქსელებს შორის; შეიცვალა როგორც ელექტროენერგიის, ასევე ტექნიკური დანაკარგების სტრუქტურა.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ გამოიკვეთა ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ტექნოლოგიური დანახარჯების) მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია. თუ 2001 წლის მონაცემებით ყველა ძაბვის 500-330-220-110-35-10(6)-0,4 კვ ელექტრულ ქსელებში ჯამური დანაკარგები შეადგენდა 18,53%-ს, მიმდინარე ეტაპზე საპროგნოზო სიდიდე არ აღემატება 13,2%-ს. ე.ი. 5,36%-ით ნაკლებია, რაც ელექტროენერგიაზე გადაყვანით შეადგენს 450 მლნ.კვტ.სთ-ზე მეტს კალენდარული წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ელექტროენერგიის ნორმატიული ხარჯი მის ტრანსპორტირებაზე) ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციის და დასკვნის გათვალისწინებით, კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1

საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილებისას დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარების ჩათვლით) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:

1. საქართველოს ენერგოსისტემის 500 – 330 – 220 –110 – 35 –10(6) – 0,4კვ ელექტრულ ქსელში, ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან ჯამური დანაკარგი – 13,2%. მათ შორის:

ა) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსელში – 3,55 %. მათ შორის:

– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,32 %,

– 220 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2,68 %,

– 110 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,41 %,

– 35 კვ ძაბვის საფეხურისათვის –0,14 %.

ბ) სს „საქრუსენერგოს“ ქსელებში – 0,86 %. მათ შორის:

– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,68 %,

– 330 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,01 %,

– 220 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,17 %.

გ) სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“, სს „თელასის“ და შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ 110-35კვ ქსელებში – 2,8 %.

დ) სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“, სს „თელასის“, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ და შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ 10(6) – 0,4კვ ქსელებში –5,99%.

11. შპს „ენერგოტრანსისათვის“ დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარების ჩათვლით) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:

ა) საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (სალტეებიდან გაშვება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან:

– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,23 %;

– 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,4%.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის დადგენილი 0,4 % ოდენობის დანაკარგი გამოიყენება მხოლოდ სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ–იანი ქსელით (ეგხ „მესხეთი“ + ახალციხის ქვესადგური მუდმივი დენის ჩანართით) ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებისას.

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის ან/და ტრანზიტის განხორციელებისას, სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ ძაბვის ქსელში სრული მიღებიდან:

– 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3,55 %.

2. განაწილების ლიცენზიატების ელექტრულ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან:

ა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 8,26 %  მათ შორის:

–  110(35) კვ ძაბვის საფეხურისთვის –  1.74 %,

–  10(6) კვ ძაბვის საფეხურისთვის – 1.32 %,

–  0,4 კვ ძაბვის საფეხურისთვის – 5.20 %.

შენიშვნა:

* ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში აღრიცხვის სრულად მოწესრიგებამდე, ამ ქვეპუნქტით ძაბვის საფეხურებისათვის დანაკარგების ოდენობები მიკუთვნებულია პირობითად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად.  

ბ) სს „თელასის“ ქსელში –  5,34%, მათ შორის:

–    110(35) კვ ძაბვის საფეხურისთვის –  1,14  %,

–    10(6) კვ ძაბვის საფეხურისთვის –  1,72  %,

–    0,4 კვ ძაბვის საფეხურისთვის –  2,48  %.

შენიშვნა: ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში აღრიცხვის სრულად მოწესრიგებამდე, ამ ქვეპუნქტით ძაბვის საფეხურებისათვის დანაკარგების ოდენობები მიკუთვნებულია პირობითად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად.

გ) (ამოღებულია - 14.08.2014, №18).

დ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქსელში – 10,5 %. მათ შორის:

– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 4,5 %,

– 0,4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 6,0 %.

ე) (ამოღებულია - 14.08.2014, №18) .

საქართველოს ენერგეტიკის ა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 20 14 წლის 10 აპრილის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.04.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 3 ივლისის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №18 – ვებგვერდი, 19.08.2014წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 13.12.2016 წ.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 გ. თავაძე

კრებსითი — სრული ვერსია