“სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადახდის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
378
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-28
სარეგისტრაციო კოდი
190.020.010.22.033.008.547
“სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადახდის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.22.033.008.547

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №378

2006 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №20, მუხ. 196) პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მაისიდან.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია