საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება № 5
2006 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს „ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური წესები“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი